ორშაბათს გაიმართა უეფა-ს აღმასკომის სხდომა, რომელზეც მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – რუსეთის ნაკრები ვერ ითამაშებს 2022-23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ქალთა ნაკრები არ დაუშვეს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ივლისში ინგლისში გაიმართება. რუსებს პორტუგალიის ნაკრები შეცვლის.