რუსეთის ნაკრები ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT~
რუსეთის ნაკრები ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT~

რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ვასილი ანისიმოვმა.

„მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ეხება ყველა რუს სპორტსმენს და სანქციების ქვეშ ძიუდოისტებიც მოხვდნენ“, – განაცხადა ანისიმოვა.

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს გაიმართება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის ნაკრები ბოიკოტს გამოუცხადებდა მსოფლიოს ჩემპიონატს რუსი ძიუდოისტების დაშვების შემთხვევაში.