რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან საზღვარზე მდებარე რამდენიმე სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილება ივლისიდან დროებით შეჩერდება

00:54, 01.07.2026

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ივლისიდან ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან საზღვარზე მდებარე რამდენიმე სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ოფიციალურ განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, დროებით აიკრძალება ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და ტვირთის გადაადგილება იმ სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით, რომლებიც განკარგულების დანართშია მითითებული.

შეზღუდვა ძირითადად ფინეთის საზღვარზე მდებარე რკინიგზის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შეეხება. ასევე შეჩერდება გადაადგილება ესტონეთის საზღვარზე მდებარე „პეჩორი-პსკოვსკის“ და ლატვიის საზღვარზე მდებარე „პიტალოვოს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით.

ოფიციალურ განკარგულებაში აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი მითითებული არ არის.

მსგავსი