რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ოჯახი გათბობის გარეშეა დარჩენილი

12:17, 20.01.2026

რუსეთის მიერ ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელებული მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად კიევის ოლქში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაზიანდა ორი ავტოგასამართი სადგური. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შეტევის შედეგად ექვსი ათასი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, საუბარია ძირითადად იმ სახლებზე, რომელთა გათბობით უზრუნველყოფაში პრობლემები რუსეთის მიერ 9 იანვარს განხორციელებული შეტევის შემდეგ შეიქმნა და ტექნიკური სამუშაობი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი სახლი და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ოდესაშიც.

მსგავსი