რუსეთის მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯოუნსმა დაასახელა ის 28 მორაგბე, რომლებიც „ბორჯღალოსნებთან“ მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან. ტრავმების გამო „დათვებს“ მგეზავები იური კუშნიაროვი („კრასნი იარი“) და ტიმურ მასლოვი („ენისეი-სტმ“) დააკლდებიან.

რუსეთის ნაკრები თბილისში ამ შემადგენლობით იმყოფება:

ალექსანდრ ბელასლუდცევი, ალექსანდრ ბუდიჩენკო, რამილ გაისინი, ევგენი ელგგინი, შამილ მაგომედოვი, სტანისლავ სელსკი, სტეპან სერიაკოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ტამირ გაჯიევი, კირილ გოლოსნიცკი, გერმან დავიდოვი, ვლადიმირ პოდრეზოვი, დენის ბარაბანცევი, ალექსეი გოლოვი, შამილ დავუდოვი, ხეტაგ ძობელოვი, ვიქტორ გრესევი (კაპ.), ანდრეი კორზანოვი, ვლადისლავ პერესტიაკი, გერმან სილენკო, ნიკიტა ვავილინი, ევგენი მიშეჩკინი, ალექსეი სკობიოლა, კირილ გატოვცევი, ალექსანდრ ილინი, ბოგდან ფედოტკო, ვასილი არტემიევი, ლიუკ ბროკა.

„დათვების“ წინასამატჩო მზადებისას გუნდთან ერთად სამი ქართველი მორაგბე – შაკო ოდიშარია, ნიკოლოზ კაზალიკაშვილი და გიორგი როყვა იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 თებერვალს, „მიხეილ მესხის სტადიონზე“, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.