რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ახალგაზრდა მოთამაშეებით გაძლიერდება
რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ახალგაზრდა მოთამაშეებით გაძლიერდება

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. უელსელი სპეციალისტის განცხადებით ნაკრები გადახალისებას და ახალგაზრდა მოთამაშეებით გაძლიერებას  საჭიროებს.

„2019 წელს ჩვენ კარგი საფუძველი ჩავყარეთ სამომავლო განვითარებისთვის. ნაკრები მსოფლიოს თასზე წარმატებით გამოვიდა, ღირსეულად წარმოაჩინა ქვეყანა იაპონიაში გამართულ მსოფლიოს თასზე. ახლა მთავარია, ასე გავაგრძელოთ და გუნდის გაძლიერებაზე ვიზრუნოთ. სამწუხაროდ, რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბები ნაკლებად აძლევენ შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებს, მათ ხელმძღვანელობას არ სურს გარისკვა. ეს უნდა შეიცვალოს. ჩემი მიზანია რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდოს, გამოჩდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ნაკრების ვეტერან წევრებთან ერთად გამოცდილებას მიიღებენ“- განაცხადა რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა.

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 2020 წლის რაგბი ევროპის გათამაშებაზე (პირველ თებერვალს) ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ტურნირის ბოლო მატჩს კი თბილისში 14 მარტს ბორჯღალოსნებთან გამართავს.