რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ გუნდში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი მორაგბე გამოიძახეს
რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ გუნდში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი მორაგბე გამოიძახეს

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს 18 წლამდე ნაკრების ყოფილი მორაგბე, არდაშ დარბოევი გამოიძახეს. „დათვები“ 2020 წლის რაგბის ვეროპის მატჩებისთვის ემზადებიან და პირველ შეკრებას სოჭში გადიან.

21 წლის არდაშ დარბოევი, რომელიც ხაზის მოთამაშე გახლავთ, მარნეულის „არმაზის“ რიგებში ირიცხებოდა და მან დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ცხრა შეხვედრა ჩაატარა. დეკემბრიდან კი დარბოევი პენზის „ლოკომოტივში“ გადავიდა , რის შემდეგაც რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს

შეგახსენებთ რომ 2020 წლის რაგბი ევროპის გათამაშებაზე, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირება 14 მარტს, თბილისში გაიმართება.