რუსეთის მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციას სამხედროები განახორციელებენ
რუსეთის მოქალაქეებს ჩინეთიდან სამხედროები გამოიყვანენ. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გასცა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია, სამხედრო თვითმფრინავებით 3-4 თებერვალს განხორციელდება. ჯერ უცნობია, რუსეთის რამდენ მოქალაქეს გამოიყვანენ სამხედროები ჩინეთიდან.
ევაკუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხუთი თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ჩინეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიდან ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.