რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების დროს, კიევში ვატიკანის საელჩო დაზიანდა
კიევზე რუსეთის მხრიდან განხორციელებილი საჰაერო თავდასხმების დროს ვატიკანის საელჩო დაზიანდა.
„შემაშფოთებელია ის, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მიზანში იღებენ სამოქალაქო კვარტლებს. ეს მეც საკუთარი თვალით ვნახე. ჩვენმა შენობებმაც გარკვეული დაზიანებები მიიღო: მთავარი შენობის სახურავი დაზიანდა, ასევე დაზიანდა დამხმარე შენობა. ჩვენ, დაახლოებით, ათი საკმაოდ დიდი ნამსხვრევი შევაგროვეთ, და ვფიქრობ, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი იყო, რადგან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ჰგავს და არა რაკეტისას“, – აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ვისვალდას კულბოკასმა, ვატიკანის ელჩმა.
არქიეპისკოპოსის განცხადებით, თანამშრომლები არ დაშავებულან.
ცნობისთვის, წინა კვირაში, კიევზე შეტევის დროს პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება დაზიანდა.