რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, დანია პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურს აძლიერებს

14:50, 25.09.2026

რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, დანიაში პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურს აძლიერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია დანიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2027 წელს დანიის მთავრობა თითქმის 800 მილიონ კრონს (დაახლოებით 33 მილიონ ევროს) გამოყოფს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, პოლიციისა და პოლიციის სადაზვერვო სამსახურის მუშაობას გააძლერებს. მთავრობა ამ თანხების გამოყოფას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის პროექტს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

„ახლა აშკარა გახდა, რომ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეც, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ ჩვენ მნიშვენლოვან ინვესტიციას ვდებთ უსაფრთხოების პაკეტში, რომელმაც მომდევნო წლებში პოლიცია და სადაზვერვო სამსახური უნდა გააძლიეროს“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, ნიკოლაი ვამენმა.

მსგავსი