რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე ინფორმაცის გამო უკრაინის საგარეო უწყებაში ჩინეთის საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაწერა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩინეთის მოქალაქეების ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიულ ომში, ასევე უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მათ მონაწილეობას. ჩვენ ჩინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავიბარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამოვხატოთ პროტესტი და მოვითხოვოთ განმარტებები“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა რუსეთის არმიის საბრძოლო მოქმედებებში ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის გაცხადებულ სამშვიდობო პოზიციას და ძირს უთხრის ნდობას პეკინისადმი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი პასუხისმგებლიანი წევრის მიმართ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
We strongly condemn Russia‘s involvement of Chinese citizens in its war of aggression against Ukraine, as well as their participation in combat against Ukrainian forces.
We have summoned China’s chargé d’affaires in Ukraine to the Foreign Ministry to condemn this fact and demand… https://t.co/LoXHDoIQsu
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) April 8, 2025