რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 17-მდე გაიზარდა

20:29, 10.10.2026

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმის შედეგად, ქალაქში დაზიანდა, სულ მცირე, 26 საცხოვრებელი შენობა – 23 მრავალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი შევჩენკოვსკის და ვოზნესენოვსკის რაიონებში. ასევე, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები და ფართები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კიდევ ექვსი ადამიანის ბედი უცნობია. ზაპოროჟიეს ოლქმა და სამხედრო ადმინისტრაციამ ასევე განაცხადეს, რომ ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

მსგავსი