რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა

11:13, 19.08.2026

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ქალაქზე თავდასხმა დრონებით მოხდა და დილამდე გაგრძელდა.

გამთენიისას რუსულმა მართვადმა ბომბმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში კერძო სახლი გაანადგურა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, აფეთქების ტალღამ და ნანგრევებმა ახლომდებარე სახლები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.

მსგავსი