რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარებიდან 12 წელი გავიდა

12 წელი გავიდა რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებიდან. საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან მალევე, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვს გაერო-ს წევრ ოთხ ქვეყანას: ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და სირიას. საპასუხოდ, საქართველომ ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს იზიარებს.