რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მსხვერპლის ან აღჭურვილობის დაზიანების შესახებ ინფორმაციის არარსებობის მიუხედავად, მომხდარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მუდმივ საფრთხეს, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ამასთან, გასულ ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის რამდენიმე დასახლებაზე.

ხარკოვის ოლქში დრონებით თავდასხმას ნგრევა მოჰყვა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი და დაშავებულია ორი ადამიანი.

რუსეთი დრონებით დაესხა თავს კუპიანსკს. აფეთქებების შედეგად 63 წლის მამაკაცი დაშავდა, სოფელ ოსინოვოზე განხორციელებული იერიშის შედეგად კი – 82 წლის მამაკაცი. რუსულმა არმიამ ზოლოჩივის გაერთიანებულ თემსაც დაარტყა. სოფელ ლემიშჩინოზე თავდასხმის შედეგად სახლი დაინგრა, ტიმოფეევკაში კი გაუქმებული ამბულატორიული კლინიკა დაზიანდა.

ამასთან, კიროვოგრადის ოლქზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის ნაწილობრივმა გათიშვამ რკინიგზის მუშაობა შეაფერხა. კიროვოგრადის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის, ანდრეი რაიკოვიჩის თქმით, მსგავსი დარტყმების მიზანი ტრანსპორტის სტაბილური ფუნქციონირების დარღვევა და ეკონომიკაზე რუსეთის მხრიდან დამატებითი ზეწოლაა.