რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ქალაქზე ამერიკული „ჰაიმარსებით“ მიიტანა იერიში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ქალაქზე ამერიკული „ჰაიმარსებით“ მიიტანა იერიში

რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ქალაქზე ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსებით“ მიიტანა იერიში.

ივან ფედეროვის ცნობით, შედეგად, განადგურებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა და 100 ჯარისკაცი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც დარტყმის მომენტია აღბეჭდილი.

ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის არმიამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა.

ქალაქის მერი რუსებმა ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს და გაათავისუფლეს.

ფედეროვი ამჟამად უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.