რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი - ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი - ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი – ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის თანახმად, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ნამსხვრევები რამდენიმე ადგილას ჩამოცვივდა. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა. ნამსხვრევებმა ასევე ნაწილობრივ დააზიანა სამსართულიანი მინისასტუმრო და მიმდებარე შენობები.

რაკეტის ნამსხვრევები 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულს მოხვდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დასძინა, რომ გაჩერებულ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც დააზიანა ახლომდებარე საწყობი, საბურავების სახელოსნო და მაღაზია.