რუსეთის მიერ კიევზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

13:50, 08.09.2025

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ცნობისთვის, რუსეთმა კიევზე თავდასხმა გუშინ ღამით განახორციელა.

ამასთან, დაზიანებულია გაზსადენი, რის გამოც რვა დასახლებულ პუნქტში ორი დღის განმავლობაში გაზმომარაგება შეწყდება.

მსგავსი