რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთაგან 16 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოთხი მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულთა შორის რვა წლის ბავშვია. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
კლიჩკოს თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური თავდასხმის გამო უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
ამჟამად კიევში სარაკეტო საფრთხის გამო საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უახლოეს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.