რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

11:23, 14.03.2026

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონების შეტევის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შეტევა ოთხ რაიონს შეეხო. ყველაზე დიდი დაზიანება დაფიქსირდა ობუხოვისა და ბროვარის რაიონებში.

სულ დაზიანდა 30-ზე მეტი ობიექტი: მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საწარმოო და საწყობის შენობები, ასევე ავტომობილები.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

რუსეთის იერიშების გამო კიევსა და კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

მსგავსი