რუსეთის მიერ კიევის და ოდესის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

11:37, 25.09.2026

რუსი სამხედროების მიერ კიევის და ოდესის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

კიევის ცენტრში, მაღალსართულიან შენობას დრონი დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ტიმურ ტაკჩენკოს თქმით, თავდასხმა ღამით კიევის ოლქის სამ რაიონში მოხდა.

ბროვარის რაიონში საწყობი, ბორისპოლის რაიონში სამრეწველო ობიექტი, ხოლო ობუხივის რაიონში სამი კერძო სახლი და ოთხი სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

რუსული დარტყმების შედეგად, ოდესის კერძო საცხოვრებელ სექტორში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსებმა მასშტაბური დარტყმების სერია განახორციელეს საცხოვრებელ უბნებსა და ფოსტის ოპერატორის ლოჯისტიკურ ობიექტებზე.

მსგავსი