რუსეთის მიერ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ტერეხოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამი სახლი.
უკრაინული მხარის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან გაშვებული 83 უპილოტო საფრენი აპარატიდან 46 ჩამოაგდეს.