ხარკოვზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

18:30, 28.10.2026

რუსეთის მიერ მიერ ხარკოვზე, ოსნოვიანის რაიონზე საჰაერო იერიშის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, დრონით თავდასხმის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ სამი პირი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე თავდასხმა 27 ოქტომბრის ღამითაც განახორციელეს. საცხოვრებელ კორპუსზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი პირი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვი იყო.

მსგავსი