რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე იერიში განახორციელა ხერსონში საავადმყოფოზე, დაშავებულია რვა პირი
რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე იერიში განახორციელა ხერსონში საავადმყოფოზე, დაშავებულია რვა პირი

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

როგორც სინეგუბოვი ამბობს, იერიშის შედეგად კუპიანსკის რაიონის სოფელ ვოლოსკა ბალაკლიაში, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსეთმა ასევე იერიში მიიტანა ხერსონში მდებარე საავადმყოფოზე, დაშავებულია რვა პირი. დაშავებულებს შორის ხუთი პაციენტი და სამი ექთანია. თავდასხმის შედეგად დაინგრა საავადმყოფოს შენობა.