რუსეთის მიერ ხარკოვის და ოდესის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

14:06, 16.10.2026

რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ხარკოვის შევჩენკოს რაიონზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

თავდაპირველად, სამი დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ ერთი მამაკაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ამჟამად საოპერაციოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რუსმა სამხედროებმა ასევე დრონით დაბომბეს ქალაქის ინდუსტრიული უბანი, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

პარალელურად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს. ადგილზე ხანძარი გაჩნდა და არიან დაშავებულები. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონზე თავდასხმა რეაქტიული დრონებით განხორციელდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა შვიდი კერძო სახლი, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა.

მსგავსი