რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა
რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 35 ადამიანი აფეთქებისას დაშავდა, დანარჩენებს ჭრილობები, მინის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქცია აქვთ.
დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. საავადმყოფოებში 30 დაჭრილი რჩება, სამი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაზიანდა სამოქალაქო საწარმოები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ავტომობილები.