რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკში ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი კი დაშავდა
რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკში ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი კი დაშავდა. როგორც უკრაინის ხელისუფლება იუწყება, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ცხრასართულიანი სახლის ორ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა კიდევ სამი მრავალსართულიანი სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგონა. ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა, ექიმების ცნობით, მძიმეა.
უპილოტო საფრენი აპარატი ასევე ჩამოვარდა ხარკოვშიც. შედეგად დაშავდა ერთი არასრულწლოვანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის რამდენიმე ბინა.
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა კიროვოგრადის ოლქში მდებარე დასახლება კრაპოვნიცკზე, სადაც დაზიანდა სასაწყობე შენობა.