რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად უკრაინის ნაწილში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა გამოცხადდა

11:32, 09.10.2026

უკრაინის ნაწილში რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა გამოცხადდა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემ ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე ენერგეტიკოსები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია სიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება.

„უკრენერგომ“ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათ, ვისაც ამჟამად ჯერ კიდევ აქვთ ელექტროენერგია, ზომიერად გამოიყენონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის მარჯვენა სანაპიროზე და კიევის ოლქის ორ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ გაითიშა.

მსგავსი