რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

14:03, 29.04.2023

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა დღეს დილით კაზაკთა ყურის მახლობლად მოხდა. ქალაქის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ხანძარი საცავის ორ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრია. დაიწვა და დაზიანდა ნავთობის ოთხი ტანკერი.

ხანძარი ამ დროისთვის პრაქტიკულად ლოკალიზებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი