რუსეთის მიერ კიევისა და ხარკოვის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

12:11, 08.07.2026

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევისა და ქალაქ ხარკოვის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. კიევში გასულ ღამეს დაბომბვას ერთი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

მაშველების ცნობით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დედაქალაქის დესნიანისა და სვიატოშინის რაიონებში ხანძარი გაჩნდა. დარტყმის სამიზნე გახდა ადმინისტრაციული შენობა და საწყობები.

პარალელურად, რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 20 დაშავდა.

ხარკოვში საცხოვრებელი შენობა დაიბომბა. დაშავებულთა შორის სამი არასრულწლოვანია.

მსგავსი