რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

17:43, 29.06.2022
A handout image released by 10 Downing Street, shows Britain's Prime Minister Boris Johnson speaking during a remote press conference to update the nation on the COVID-19 pandemic, inside 10 Downing Street in central London on April 30, 2020. - Britain is 'past the peak' of its coronavirus outbreak, Prime Minister Boris Johnson said Thursday, despite recording another 674 deaths in the last 24 hours, taking the total toll to 26,711. (Photo by Andrew PARSONS / 10 Downing Street / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / 10 DOWNING STREET / ANDREW PARSONS " - NO MARKETING - NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS

რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური დახმარება არის საქართველოსთვის აღმოჩენილი კიბერმხარდაჭერის მორიგი ფაზა, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია – გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, რუსეთი დიდი ხანია იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. ეს დაიწყო 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევები გამოიყენეს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დასაზიანებლად, ხოლო რუსეთმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია.

განცხადების მიხედვით, უკრაინამ და საქართველომ განიცადეს რუსული სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები – როგორც უშუალოდ მათ ტერიტორიებზე, ისე ირიბად კიბერ და სხვა თავდასხმების საშუალებით – ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან, უწევს ტრენინგს და მხარდაჭერას ქვეყნის კიბერშესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

მსგავსი