რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში კიდევ 11 ფილმი დაბრუნდა

13:33, 18.12.2017

რუსეთის ფილმსაცავგოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თი-ბი-სი ბანკის“, „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმი დაბრუნდა.

საუბარია 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული შემდეგი ქართული ფილმების ასლებზე:

• „ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „ფეოლა“ – რეჟისორი ბაადურ წულაძე;
• „შერეკილები“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
• „ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
• „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
• „ვინ არის დამნაშავე“ – რეჟისორი ალ. წუწუნავა;
• „ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
• “სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
• “ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროცესის პირველ ეტაპზე 2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ოთხი ფილმის ასლი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) გადაეცა.

სპეციალისტთა ვარაუდით, „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის საქართველოში სრულად დაბრუნების პროცესი 7 წლის შემდეგ დასრულდება.

მსგავსი