რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და უკრაინას შორის აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმების კანონპროექტი დაამტკიცა

14:05, 07.06.2023

რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და უკრაინას შორის აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმების კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 მაისს წარადგინა, რის შემდეგაც დოკუმენტი პირველ ივნისს პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას 2003 წელს ქერჩში მოეწერა ხელი. მასში გაწერილი იყო აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში სავაჭრო და სამხედრო ხომალდების, ასევე სხვა ქვეყნების ხომალდების მიმოსვლის საკითხები.

უკრაინამ აღნიშნული შეთანხმება, თავის მხრივ, 2023 წლის თებერვალში გააუქმა.

მსგავსი