რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარი გაჩნდა

მურმანსკში რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებული 10 ადამიანია, მათგან ექვსი რეანიმაციაში იმყოფება.

ცეცხლი ხომალდზე ტექნიკური მომსახურეობის სამუშაოების დროს, პირველ ენერგოგანყოფილებაში გაჩნდა.
ინციდენტის დროს ავიამზიდზე 400 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ყველა მათგანი ევაკუირებულია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხანძრის სავარაუდო მიზეზად შემდუღებელი სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.

„ადმირალ კუზნეცოვი“ რუსეთის ფლოტის ერთადერთი ავიამზიდია. ის ექსპლუატაციაში 1991 წელს შევიდა. ის მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო ოპერაციაში სირიაში.