რუსეთის ელჩი გაერო-​ში აშშ-​სა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო მოქმედებებისგან თავი შეიკავონ 
რუსეთის ელჩი გაერო-​ში აშშ-​სა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო მოქმედებებისგან თავი შეიკავონ 

რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებეზნია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სირიაში სამხედრო მოქმედებებისგან. მისი თქმით, „ამ მომენტისთვის ყველაზე პრიორიტეტულია თავიდან ავიცილოთ ომის საშიშროება“.

შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის ომს აშშ-სა და რუსეთს შორის, ნებეზნიამ განაცხადა, – „სამწუხაროდ, ვერავითარ შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ყველამ ვნახეთ მესიჯები, რომლებიც ვაშინგტონიდან მოდის. ისინი ძალიან გამომწვევია“.

„მათ იციან, რომ ჩვენ იქ ვართ. ესკალაციის საშიშროება უფრო მაღალია, ვიდრე უბრალოდ სამხედრო მოქმედებები სირიაში, რადგან ჩვენი სამხედროები არიან იქ. ასე რომ, საკმაოდ საშიში მდგომარეობაა“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში.