რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ შესაძლოა, სურსათის ექსპორტზე შეზღუდვები გააფართოოს
რუსეთმა სურსათის ექსპორტზე შესაძლოა, შეზღუდვები გააფართოოს, – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.
რუსი მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომების მიზანია, დაიცვას მომხმარებლები შიდა ბაზარზე ფასების ზრდისგან. რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ საექსპორტო შეზღუდვები ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების წარმოებაში უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთი, როგორც მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი, განიხილავს, თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი სურსათის ექსპორტს და ამავდროულად დაიცვას შიდა მომხმარებლები ფასების ზრდისგან.
მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, თუ ფასები გაიზრდება, რუსეთმა შეიძლება, გააფართოოს ექსპორტის კონტროლის ზომები და დააწესოს „მოქნილი საექსპორტო გადასახადები“ ზოგიერთ საქონელზე. მანამდე რუსეთის მთავრობამ სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე წიწიბურის ექსპორტის დროებითი აკრძალვა დააწესა.