რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები
რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, დნეპრისა და კრამატორსკის რეგიონებზე.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რამდენიმე ადგილზე, სულ მცირე, 20 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.

ამასთან, დნეპრზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დნეპრის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი ლისაკის ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები.

ამასთან, რუსეთმა იერიში მიიტანა კრამატორსკზეც, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.