რუსეთის ძალებმა ხერსონში ჰიპერმარკეტი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი

13:26, 03.05.2023

რუსეთის ძალებმა ხერსონში ჰიპერმარკეტი დაბომბეს, გარდაცვლილია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიმენკოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ერთადერთ მომუშავე ჰიპერმარკეტზე დარტყმა დაახლოებით 11:00 საათზე განახორციელეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის თანამშრომლები არიან. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

„რუს მკვლელებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. საჭიროა მათი პასუხისგებაში მიცემა ან განადგურება“, – აღნიშნა იგორ კლიმენკომ.

მსგავსი