რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა

09:22, 24.11.2026
A rescuer works at the site of a medical centre damaged by a Russian drone strike, amid Russia's attack on Ukraine, in Zaporizhzhia, Ukraine, November 23, 2026. REUTERS/Stringer

A rescuer works at the site of a medical centre damaged by a Russian drone strike, amid Russia's attack on Ukraine, in Zaporizhzhia, Ukraine, November 23, 2026. REUTERS/Stringer

რუსეთის ძალების მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ინფორმაციას „როიტერი“ ზაპოროჟიეს რეგიონული თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეგიონის გუბერნატორის, მიხაილო სემიკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო შენობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.

მსგავსი