რუსეთის დუმის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს 
რუსეთის დუმის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს 

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ეს განცხადება მან „რასია 24“-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ბოდიში საჯაროდ უნდა მოუხადოს.

„სიგნალი უნდა იყოს ცალსახა, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ მოიხსენია რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ, ეს სიტყვები უნდა უარყოს, მოიხადოს ბოდიში და განმარტოს თავისი პოზიცია“, – განაცხადა დუმის სპიკერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან რამე სიგნალი, რომ საქართველო მზადაა, ახსნა-განმარტებები გააკეთოს, ვოლოდინმა უპასუხა: როგორც შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა ასე იქცევა?

ვოლოდინმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანტირუსული დღის წესრიგზე“. მისი თქმით, „ასეთ დღის წესრიგის ინიცირებას აშშ-ის სატელიტი ქვეყნები – ბალტიისპირეთი სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო ახდენენ“.

ვოლოდინის თქმით, „რუსეთის მეზობელი ქვეყნები და მათ შორის უკრაინა რუსეთთან ურთიერთობებს აგრესიული პოლიტიკის ფონზე ვერ განავითარებს“.

„რუსეთთან კონფლიქტის გაღვივებით, ასეთი ქვეყნებში დიდი პრობლემებია მოსალოდნელი ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში“, – განაცხადა ვოლოდინმა.