რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს
რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს

რუსეთის დუმა საქართველო წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს. შესაბამისი რეკომენდაციით რუსმა დეპუტატებმა მთავრობას მიმართეს.

„დუმა მიმართავს რეკომენდაციით რუსეთის პრეზიდენტს, რათა ანტირუსული პროვოკაციების გამო, მან საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ზომები მიიღოს“, -ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადების პროექტში.

ამავე დოკუმენტში, რუსი დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, „რადიკალური ძალები ღია გამოხტომები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდეგომ დეგრადაციას იწვევს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტი სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა შეიმუშავა. პროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ხვალ არის დაგეგმილი. როგორც მანამდე რუსეთი დუმაში განაცხადეს, საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვაზე, ასევე რუსეთის საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე.

რუსეთის მთავრობაში მზადყოფნა გამოთქვეს პარლამენტის წინადადება განიხილონ.

დატოვე კომენტარი