რუსეთის არმიის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის არმიის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის არმიის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ნოვგოროდ-სევერსკიზე თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატებით განახორციელა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ.

ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიაჩესლავ ჩაუსი აცხადებს, რომ ქალაქში ბევრი ობიექტია განადგურებული.

21 ოქტომბრის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნიგოვის რეგიონის ორ თემში გათბობისა და ელექტროენერგიის ობიექტები დაბომბეს. შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა ჩერნიგოვსა და რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში.