რუსეთის არმიის მხრიდან უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის არმიის მხრიდან უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედია, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ცნობით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სკოლები, საბავშვო ბაღები, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის საავადმყოფო და პოლიკლინიკა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში მნიშვნელოვანი ნგრევაა.
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაბომბა ქალაქი სამარი.