რუსეთის არმიის გენერალი - ნატო ამუშავებს სცენარებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმისთვის
რუსეთის არმიის გენერალი - ნატო ამუშავებს სცენარებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმისთვის

ნატო ამუშავებს სცენარებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმისთვის, – ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ვლადიმირ კულიშოვმა განაცხადა.

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ეს ვითარება მოითხოვს ადეკვატური ზომების მიღებას რუსეთის საზღვრების დასაცავად.

„რუსეთის საზღვართან ნატო-ს სადაზვერვო საქმიანობის აქტივობა ფართოვდება, ალიანსის ჯარების ოპერატიული საბრძოლო მომზადების ინტენსივობა იზრდება, რომლის დროსაც მუშავდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელების სცენარები, მათ შორის არის ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმების განხორციელება“, – აღნიშნა ვლადიმირ კულიშოვმა.