მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე მასშტაბური შეტევა დაიწყო

15:35, 18.08.2024

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები ქალაქის გარეუბნებში შევიდნენ.

რუსული მედია წერს, რომ ქალაქზე შეტევა სამი მიმართულებიდან მიმდინარეობს.

დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი ტორეცკის მიმართულებით ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა.

ქალაქი ტორეცკი დონეცკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი