რუსეთის აცხადებენ, რომ ქვეყანა აზოვისა და შავი ზღვის აუზებში გემების უსაფრთხო გადაადგილებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად მუშაობს
რუსეთის ტრანსპორტისა და თავდაცვის სამინისტროების განცხადებით, ქვეყანა აზოვისა და შავი ზღვის აუზებში გემების უსაფრთხო გადაადგილებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად მუშაობს.
„თავდაცვის სამინისტრო, ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად, აზოვი-შავი ზღვის აუზში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზღვაო გემების დასაცავად დამატებით ნაბიჯებს დგამს“, – წერია ოფიციალური უწყების განცხადებაში.
რუსეთის ტრანსპორტისა და თავდაცვის სამინისტროებში აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი დრონებით იერიშებისგან თავდაცვაა.