რუსეთი წიწიბურის ექსპორტს დროებით კრძალავს
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს დროებით კრძალავს

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა წიწიბურის ექსპორტის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.

30 აპრილით დათარიღებული მთავრობის დადგენილება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

აკრძალვა ძალაში შევა 5 ივნისიდან და 31 აგვისტომდე იმოქმედებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, აკრძალვა არ ვრცელდება ჰუმანიტარული დამხარების ფარგლებში რუსეთიდან გატანილ წიწიბურაზე, ასევე საზღვარგარეთ მყოფი რუსი სამხედროებისთვის წიწიბურის მიწოდებაზე.