რუსეთი უნგრელ და ბელგიელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი უნგრელ და ბელგიელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი უნგრელ და ბელგიელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებაში უნგრეთის ელჩი დაიბარეს, საპორტეტსო ნოტა გადასცეს და რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ განუცხადეს.

რუსეთიდან ბელგიელი დიპლომატის გაძევების შესახებ კი ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ საფრანგეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთს დატოვებს მონტენეგროს დიპლომატიური მისიის თანამშრომელიც.

შეგახსენებთ, საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, უნგრეთი და ბელგია ის ქვეყნები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთის საგარეო უწყებას საპასუხო ზომები 30 მარტს არ გამოუცხადებია. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, გადადგას საპასუხო ნაბიჯები საქართველოს, მონტენეგროს, ბელგიისა და უნგრეთის მიმართ, რომლებმაც სხვა დასავლურ ქვეყნებთან ერთად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის მოწამლვის საპასუხოდ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 30-მა ქვეყანამ მიიღო. ამას რუსეთმა ანალოგიური ზომებით უპასუხა.