რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანას იწყებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანას იწყებს

რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანას იწყებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის საჯარისო შენაერთებმა აჩვენეს მათი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ ქვეყნის საიმედო თავდაცვა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქებში მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმებები დასრულებულია.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადება ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვართან გადაყვანილი საჯარისო შენაერთები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.

შოიგუს თქმით, სამხედროებმა მუდმივი განლაგების ცენტრებში დაბრუნება 23 აპრილიდან უნდა დაიწყონ.

უკრაინის საზღვრებთან ათობით სამხედრო საზღვაო გემის, ასობით სამხედრო თვითმფრინავის და ათასობით ჯარისკაცის განლაგება, დასავლეთის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ეს განიხილებოდა, როგორც ძალის ჩვენება უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე.

დატოვე კომენტარი