რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს ტყვეებად არ აღიარებს. როგორც რუსეთის ФСБ ამტკიცებს, „რუსეთი და უკრაინა საომარ მდგომარეობაში არ არიან და ამიტომაც, უკრაინელი მეზღვაურები ტყვეებად ვერ ჩაითვლებიან“. ეს განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ შიშოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ედებათ, კერძოდ რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად, განზრახ და ძალადობის მუქარით, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინელი ჯარისკაცები 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა მესაზღვრეებმა და ФСБ-ს თანამშრომლებმა დააკავეს. უკრაინა რუსეთს ღია აგრესიაში სდებს ბრალს და მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს. მომხდარი დაგმეს ნატო-მ და ევროკავშირმა.